უწყლობით გამოწვეული…

დემოკრატია კი არა ტირანიაა… დავშრი, გავნადგურდი… მწყურია და რა ვქნა. რას გვიშვება ეს მთავრობა. დილიდან მოყოლებული ჩემ საწყალ ონკანს წყლის წვეთი არ ღირსებია. სად არის სამართალი ვინმე მეტყვით?? გამოეცხადებინათ მაინც, მოვიმარაგებდი :დ ალბათ მეტყვით, წადი მეზობელს თხოვე დაგალევინებსო, მაგრამ ვაი რომ არც იმ მეზობელს არ აქვს :დ მეზობელს კი არა, ჩემ შემოგარენში ყოველა მაღაზიამ წყურვილით შეწუხებული ხალხის არაერთი შემოტევა განიცადა და წყლის მარაგი იმათაც გაუთავდათ, ან იმათაც სწყურიათ და წყალს მალავენ :დ მაღაზიაში ლიკანის მეტი არაფერი ქონდათ, ჰოდა მეტი რა გზა მაქ, ვზივარ და ვსვავ ლიკანს ….

ქონქლუშენ:

ვინაიდან და რადგანაც, გლდანს აქვს პრეტენზია წარმოადგენდეს ცალკე რესპუბლიკას, მთავრობამ გვითხრა მასე არ უნდაო და გაგვითიშა წყალი. Continue reading

Advertisements