მოგზაურობა “ფლორ-Land” – ში

დადგა შემოდგომა და რომ არა მისი დამახასიათებელი ყვითელი ფოთლები, თითქმის შეუძლებელი იქნებოდა იმის დაჯერება რომ ასეთმა ცხელმა და ძლევამოსილმა ზაფხულმა სამეფო გვირგვინი, მსუნაგ შემოდგომას გადაულოცა.


საზაფხულო ციებცხელების შემდეგ დაცარიელებული ქალაქი ხალხით გაივსო და თუ ადრე ივლისის ან აგვისტოს შუა რიცხვებში, ქუჩაში მხოლოდ ჩრდილქვეშ მყოფ მოხუცებს, შადრევნების ქვეშ მდგომ გაწუწულ ბავშვებსა და იქვე მზეში სკამზე მჯდომ მათ მშობლებს ხედავდით, ახლა ჩვენი მოწყენილი დედაქალაქი სრულმა ქაოსმა მოიცვა.

ხანმოკლე პაუზის შემდეგ, თბილისი კვლავ თავის ხმაურიან ცხოვრებას, ხოლო ადამიანები კი თავიანთ საქმეს დაუბრუნდნენ, მათ შორის მეც.

რამდენიმე დღის წინ შემომთავაზეს ფლორისტებთან ჩაწერაზე დასწრება, მეც უყოყმანოდ დავთანხმდი. ეს იყო ჩემთვის კარგი შესაძლებლობა იმისა, რომ გამეცნო საინტერესო ადამიანები, მენახა და შემეტყო ბევრი რამ მცენარეთა შესახებ და გამეტარებინა ერთი დღე გადასაღებ მოედანზე ფლორისტებთან და რუსთავი-2 თან ერთად.

მოგზაურობა FLOR-LAND – ში:

დილა არაჩვეულებრივად დაიწყო, ენთუზიაზმით ვიყავი სავსე, ამავდროულად ცოტას ვღელავდი, რადგან მინდოდა ყველაფერს საუკეთესოდ ჩაევლო.
ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა:
ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც დავინახე, რომ ზაჰესის ამ პატარა დასახლებაში სამოთხის ილუზიას ფლორისტების ეს ულამაზესი ბაღი ქმნიდა.
ჭიშკარში შესვლისთანავე ჩემ თვალწინ თვალწარმტაცი ბუნება გადაიშალა. იქაურობას დიდ ხიბლს მატებდა ის ფაქტიც, რომ ყოველი მცენარე საგულდაგულოდ იყო მოვლილი.

 

მასპინძლები, სამი არაჩვეულებრივი ქალბატონი, სიხარულით შეგვხვდნენ. ჩაწერამდე ბაღი დავათვალიერეთ. ალბათ მე იმ სილამაზეს სიტყვებით ვერც გადმოგცემთ. ყოველი მცენარე სიცოცხლის უხილავი ჯაჭვით იყო ერთმანეთთან დაკავშირებული.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბაღს ვიწრო ბილიკი გასდევდა. ბილიკის დასასრულს კი აუზისკენ მიმავალი კიბეები მოჩანდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აუზის დანახვისთანავე ისეთი გრძნობა დამეუფლა რაც ალბათ ნებისმიერ თქვენგანს დაეუფლებოდა. კამკამა წყლის დანახვაზე გულმა მისკენ გამიწია და დარწმუნებული ვარ, რომ მე არ ვყოფილვარ ერთადერთ იქმყოფთაგანი ვისაც ეს აზრი მოუვიდა თავში.

 

 

 

დაიწყო ჩაწერისთვის მზადება. ეს პროცესი იმდენად უცხო, მაგრამ საინტერესო იყო ჩემთვის, რომ ვცდილობდი ყოველი დეტალი დამემახსოვრებინა. მინდოდა ყოველი დეტალი აღმებეჭდა არამარტო გონებაში, არამედ ფირზეც და ამით იმდენად გავერთე რომ ფოტოაპარატი დაჯდა.. = (( სულ ერთი წუთით ვიფიქრე, რომ ამით ჩემი პრაქტიკა დამთავრდა, მაგრამ გამახსენდა რომ საბედნიეროდ ტელეფონი მქონდა წმოღებული. მოვიმარჯვე 3.2 pixel-იანი ტელეფონის კამერა და გავაგრძელე ჩემი მოღვაწეობა.


ამინდი ისეთი საუცხოო იყო, რომ სტუდია ღია ცის ქვეშ მოაწყვეს. ჩაწერისთვის ამაზე უკეთეს ადგილს, ალბათ ვერც ინატრებდით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

და აი ჩაწერაც დაიწყო. ფლორისტების სტუმრები იყვნენ : ყველასთვის საყვარელი ლეღვი და არც თუ ისე ცნობილი მცენარე ”კოლხიკუმი”.

რამაც ყველაზე მეტად გამაოცა იყო ის, რომ ასეთი ლამაზი მცენარე, შხამიანი აღმოჩნდა. ფლორისტებმა მაყურებელი მკაცრად გააბრთხილეს, რომ ამ მცენარესთან შეხების შემდეგ ხელები აუცილებლად საგულდაგულოდ დაებანათ.

ჩაწერას ჩემთან ერთად ფლორისტების, ერთგული და ჭკვიანი ძაღლი, სახელად ”ბეკი”-ც ესწრებოდა.


როდესაც წასვლის დრო მოვიდა, ბაღს კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი, მიდოდა იქაურობა უკეთესად დამემახსოვრებინა. ყველაფრით ისეთი ნასიამოვნები და გახარებული ვიყავი რომ, კინაღამ ”დამჯდარი” ფოტოაპარატი დამრჩა და რომ არა ისევ ჩვენი მასპინძლები აუცილებლად მოგვიწევდა შუა გზიდან მობრუნება.

ერთი სიტყვით  ეს დღე ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და მხიარულ დღედ დამამახსოვრდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

არაფერი არ სჯობს იმას, რომ იჯდე ბუნებაში, სასიამოვნო კომპანიასთან ერთად და აკეთებდე იმას რაც სულით და გულით გიყვარს. = ))

P.S. თუ თქვენც გადაწყვეტთ ამდაგვარ ადგილას წასვლას იგივე დანიშნულებით, იცოდეთ აუცილებლად დატენეთ ფოტოაპარატი…. და ეცადეთ ყურადღებით იყოთ, რომ არ დაგრჩეთ.. = )))

დილამშვიდობისა საქართველო – ფლორისტები
1.
2.
3.

დატოვე კომენტარი