საზამთრო და Happy End

10426529_830931490259867_3820558531209211553_n

WARNING: სანამ კითხვას დაიწყებთ, მოეწყვეთ კომფორტულად და მორალურად შეამზადეთ თქვენი თავი არა პოსტის, არამედ წერილის წასაკითხად.

ეძღვნება ბანაკ “საზამთროს” და “Happy End”ის ბანაკის უფროსებს, ლიდერებს, ბავშვებს და ყველა იმ ადამიანს ვინც წვლილი შეიტანა ამ პროექტის განხორციელებაში.

ძვირფასო მკითხველო,

შეიძლება ამ წერილში ნათქვამი თითოეული სიტყვა გეცნობოდეს, ან შეიძლება სრულიად უცხო თვალით უყურებდე ყველაფერს, შეიძლება საერთოდაც გეზარებოდეს ამხელა ნაჯღაპნის წაკითხვა, მაგრამ მინდა იცოდე, რომ ეს წერილი ეძღვნება არამარტო მთავარ გმირებს, არამედ ზოგადად ადამიანურ ურთიერთობებს, განსაკუთრებით კი მეგობრობას.

Continue reading

რჩევები დამწყებ მორბენლებს

101-running-tips-3ერთი თვის წინ ჩემთან რომ მოსულიყავით და გეკითხათ ნებისმიერი რამ სირბილის შესახებ, დაბნეული შემოგხედავდით, მხრებს ავიჩეჩავდი და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი გავაგრძელებდი გზას ან მოგიყვებოდით როგორი ადვილია სირბილი და, რომ შეგიძლიათ მეორე დღესვე დაიწყოთ თქვენი სურვილის ასრულება. ერთი სიტყვით, ორივე შემთხვევაში თქვენ აუცილებლად ინანებდით რომ რჩევის საკითხავად ჩემთან მოხვედით. თუმცა, დიდი ხანი არაა რაც დავრბივარ, მაგრამ საკუთარ თავს უკვე საკმაოდ კომპეტენტურად ვთვლი, იმდენად, რომ გადავწყვიტე ჩემი აღმოჩენები გაგიზიაროთ და რამდენიმე აუცილებელი რჩევაც მოგცეთ.

Continue reading

მოგონილი

კარზე კაკუნი გაისმა.
მოხუცმა ბენმა ძლივს მიაჩოჩა საკუთარი სხეული კარებამდე, აკანკალებული ხელით სახელური მოძებნა და ყრუდ ჩაილაპარაკა:
– ვინ არის?
– მე ვარ ბენ, გამიღე – მოისმა კარის უკნიდან.
კარი გაიღო და ზღურბლზე ახალგაზრდა პიტერი გამოჩნდა, რომელსაც ხელში ხილით სავსე კალათი ეჭირა.
– შემოდი პიტერ, უკვე დიდი ხანია რაც გელოდები, სად დაიკარგე? – ბენი ღია კარში იდგა და სახელურს ხელს არ უშვებდა.
– შენი გაღვიძება არ მინდოდა, დილიდან საქმეებზე დავრბივარ – პიტერი საქმიანი კაცივით გაიშალა მხრებში და წარბები ზევით აზიდა – გახსოვს ძაღლზე, რომ გეუბნებოდი, გერმანულ მეცხვარეზე..
– კი, კი – აღტაცებულმა გააწყვეტინა მოხუცმა.
– ხოდა, მოგიყვანე, როგორც დაგპირდი – გაიღიმა პიტერმა და სახლში გერმანულ მეცხვარეს შეუძღვა. ბენმა როგორც იქნა კარი დაკეტა და ნელ-ნელა პიტერისკენ შემობრუნდა.
– მე მას ჩიჩო დავარქვი, წინააღმდეგი ხომ არ ხარ? – ოდნავი ყოყმანის შემდეგ იკითხა პიტერმა.
– ჩიჩო.. არა, კარგი სახელია, მომწონს. როგორია?
– ხომ იცი, ისეთი, ბავშვობაში რომ მყავდა, ოღონდ ეს უკვე დიდია.
ბენმა როგორც იქნა სკამი მონახა და ჩამოჯდა.
– აბა ახლოს მომიყვანე.
პიტერმა ჩიჩო ბენთან მიიყვანა, ძაღლმა ბენის კალთაზე თათები დააწყო და ბენს მიაჩერდა.
– რას აკეთებს? – იკითხა ბენმა ოდნავ ხრინწიანი ხმით, თან თითქოს პასუხი უკვე იცისო, ძაღლს თავზე ხელი ალერსიანად გადაუსვა.
პიტერმა, რომელიც ხილის კალათასთან იდგა და იქიდან ყურძენს მადიანად შეექცეოდა, ცალი თვალით გადმოხედა მამისა და ძაღლის დამეგობრების უცნაურ სურათს და გამოტენილი ყბით ზლაზვნით უპასუხა:
– რას უნდა აკეთებდეს? გიყურებს. ალბათ შია.
პიტერმა ჩიჩოს მისთვის განკუთვნილი საჭმელი გამოუტანა, რომლის მიგნებაც არც ისე ძნელი იყო, ბენს იგი მაცივრის თავზე შემოედო საჭირო ჭურჭელთან ერთად, თუმცა ძაღლი ბენის კალთას არ მოშორებია, პიტერმა მხრები აიჩეჩა და ყურძნის ჭამა განაგრძო. ბენმა ძაღლს თათზე ხელი მოუთათუნა, მან ხომ უკვე იცოდა, რომ ჩიჩოს სულაც არ შიოდა.
– დღეს… ექიმთანაც შევიარე – დაიწყო პიტერმა.
– ხომ გითხარი მანდ ტყუილად დადიხარ-მეთქი, არანაირი დახმარება არ მჭირდება, რამდენჯერ უნდა გითხრა. – გაჯავრდა ბენი.
– მთელი კვირის მანძილზე მაგას უკვე 29-ჯერ მეუბნები – ნიშნის მოგებით უთხრა პიტერმა, მაგრამ როცა მამის იმედგაცრუებული სახე დაინახა, დაამატა –  ხო, ვითვლი, მერე რომ დამჭირდება მეცოდინება რამდენჯერ იყავი არასწორი – და თავისი გონეამახვილობით ნასიამოვნებმა კბილები დაკრიჭა.
ბენმა თავი გააქნია, რითიც აშკარად ამბობდა, რომ შვილისგან სხვანაირ პასუხს არც მოელოდა.
– რაო მერე ექიმმა?
– შენ წარმოიდგინე, იქ არ დამხვდა – ვითომც აქ არაფერიო მხრები აიჩეჩა შვილმა.
– წარმომიდგენია… – ისევ ხელი ჩაიქნია ბენმა და წამოდგა –  წავალ ჩიჩოს სახლს დავათავლიერებინებ.
– არა, მოიცა, მართალია ექიმი სტოუნი იქ არ იყო, თუმცა იცი ვინ იყო იქ?
– ვინ?
– მოლი – თვალები გაუბრწყინდა პიტერს.
– ვინ მოლი? – სკამზე მოწყვეტით დაეშვა მოხუცი, ეტყობოდა უკვე გააცნობიერა, რომ იქ დიდხანს ჯდომა მოუწევდა.
– როგორ თუ ვინ მოლი, მოლი ბენეტი, ჩემი კლასელი, შარშან რომ სხვა ქალაქში გადავიდა მაგის ოჯახი, ხომ გახსოვს, თურმე დაბრუნდნენ და დღეს საღამოს კინოშიც მიმყავს – გაიჯგიმა პიტერი.
– ხო, გამახსენდა ბენეტების ოჯახი, კარგი ხალხია. კარგია პიტერ, სულ გეუბნები, რომ სახლიდან უნდა გახვიდე, გაერთო, მეგობრებს შეხვდე…. სამსახური იშოვო.. – ქურდივით შეაპარა ბენმა.
პიტერმა თვალები ჭყიტა და პირთან მიტანილი ყურძნის მარცვალი კალათაში ისროლა.
– ვიცოდი, ვიცოდი, რომ მაგას იტყოდი, არაფერი არ უნდა მეთქვა. – გაბრაზებულმა ყურძენიც კალათაში ჩააგდო, მაგიდას მიეყრდნო და ჭრელ ხალიჩას დააშტერდა.
– პიტერ – ალერსიანად დაიწყო ბენმა – ხომ იცი უკვე 26 წლის ხარ, ჩემი ფერმით უკვე ვერაფერს ვშოულობთ, მეც ხეიბარი ვარ…
– მხოლოდ დროებით, ექიმი სტოუნი ამბობს, რომ მალე მომჯობინდები – იმედით ახედა შვილმა მამას.
– ექიმი სტოუნი, ექიმი სტოუნი – ხმა დაიწვრილა მოხუცმა – ავარიიდან უკვე 3 წელი გავიდა და მაგ ექიმბაშს დაპირებების მეტი არაფერი გაუკეთებია, არ მჯერა მე მაგის, რაც მოხდა იმას არაფერი ეშველება, გითხარი – მუქარის ნიშნად თითი ჰაერში ასწია ბენმა – გირჩევნია სამსახური იშოვო, თორემ გოგოების კინოში წასაყვანი ფული მითავდება – ხელი ჩაიქნია მოხუცმა, ნელა წამოდგა და ჩიჩოსთან ერთად  ნელი ნაბიჯებით თავისი ოთახისკენ გასწია.

To Be Continued…

©Geoliberty

განფეისბუქება

გადავწყვიტე 1 კვირით ფეისბუქი მივატოვო.
ასე დემონსტრაციულად იმიტომ გამოვაცხადე, რომ, გამიჭირდა მისი ასე უდედმამოდ დატოვება და ჩემთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. მნიშვნელობა აქვს, რადგან გასული 3 წლის განმავლობაში დღე კი არა, საათი არ გავიდოდა ნიუს ფიდი არ შემემოწმებინა, რამე არ დამეპოსტა, დამეკომენტარებინა და ა.შ. ერთი სიტყვით მე ფეისბუქდამოკიდებული ვარ. ამას 3 დღის წინ მივხვდი, როცა მივიღე ესოდენ რთული გადაწყვეტილება. სულ ხელი გამირბოდა ან კომპიუტერისკენ ან ტელეფონისკენ, დღეს მესამე დღეა და ფიქრებით ახლაც ამაზე ვფიქრობ, მაგრამ შედარებით ნაკლებად.

Imageმოკლედ, პოსტის წერის დასაწყისში მინდოდა იუმორისტული პოსტი გამომსვლოდა, მაგრამ ახლა ისეთი აზრები მომდის და იმდენ რაღაცას მივხვდი, რომ ალბათ ყველაფრის სერიოზულად გადმოლაგება და მოყოლა მომიწევს. Continue reading

Welcome To TSU

მიუხედავად მასზე გაგონილი საშინელებებისა, ბაზების გაუმართაობისა, არაორგანიზებულობისა (ისევ ბაზების მხრივ) და კიდევ ათასგვარი გამონათქვამებისა როგორიცაა “ვისაც არ ეზარება ყველა მანდ აბარებს”, თსუ-მ მაინც დადებითი შთაბეჭდილება დამიტოვა. წელს ჩავირიცხე და მოვხვდი იურიდიულზე, საერთაშორისო სამართალზე. ბაზებზე ნამდვილი მარათონი იყო, გავწამდი, მაგრამ ვიმარჯვე (რაღაცნაირად) და ავირჩიე ის ლექტორები, რომლებიც მინდოდა.

უკვე ერთი კვირა გავიდა და არცერთი ლექცია არ გამცდენია/გამიცდენია :დ საგნები საინტერესოა, ლექტორები კარგები და ბავშვები ბევრი, ერთ ლექციაზე 200 კაცი ვსხედვართ. პირველივე დღის შემდეგ ყურებამდე შემიყვარდა უნივერსიტეტი, ალბათ იმიტომ რომ თბილი დახვედრა მოგვიწყო ჩვენმა დეკანმა ბ-მა ლევან ალექსიძემ.

ერთი სიტყვით კარგია რა ჯავახიშვილი, მართალია ჯერ სემინარები არ ჩამტარებია, არც გამოცდები მქონია მაღლივში, ბევრი მაშინებს კიდეც ამ გამოცდებით, მაგრამ მე მგონია, რომ კარგ ადგილას მოვხვდი :დ

ესეც მოკლე რეზიუმე ჩემი სტუდენტური ცხოვრების შესახებ, ხო მართლა, რაც მთავარია, სულ მეგონა უნივერსიტეტი სტილს უცვლიდა ბავშვებს, მეგონა მივიდოდი თუ არა მაღალ ქუსლებზე შემდგარი გოგოები ჩამომხედავდნენ ზევიდან, მაგრამ საბედნიეროდ შევცდი და გულზე მომეშვა, როდესაც კედი და ჯინსის შარვალი დავინახე :დ

რაც შეგეხებათ თქვენ, 2012-13 წლების აბიტურიენტებო, არ მოგატყუებთ და გეტყვით, რომ მოემზადეთ შრომისთვის და ზოგიერთი ტანჯვისთვისაც, რადგან ადვილი წელი არ გექნებათ (ვის ვეუბნები :facepalm:). ღამის გათენებები, წიგნზე ჩაძინებები, 8 გამოცდა + უნარები და კიდევ მრავალი სხვა.. მაგრამ ბოლოს კარგი შეგრძნებაა, როდესაც იგებ რომ ჩაირიცხე და ერთი წლის ტანჯვა-წამება დაგიფასდა. ხოლო უნივერსიტეტში რაც გელოდებათ ეგ უკვე ცალკე თემაა 🙂

მოკლედ, მე მიხარია, რომ ეგ პერიოდი უკან მოვიტოვე :დ

წარმატებულ წელს გისურვებთ 🙂

Adios

with love Geoliberty 

შერვუდის ტყის ლეგენდა – რობინ ჰუდი BBC: Movie Review

უბერებელი ლეგენდის ეკრანიზაცია, ცოტაოდენი რომანტიკა,ზომიერი იუმორი, საკმაოდ ბევრი გამბედაობა და გმირების სიმამაცე, სიკეთისა და ბოროტების გამუდმებული ჭიდილი და რობინ ჰუდის უკვდავი სახელი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ დიდი ბრიტანეთის მოსახლეობა და მე (ასევე ის ადამიანებიც, რომლებიც ამ სერიებს სხვა ქვეყნებში უყურებდნენ) ტელევიზორის ეკრანებს მივჯაჭვებოდით საკმაოდ საინტერესო და თავგადასავლებით სავსე სერიალის საყურებლად. რობინ ჰუდი, ლეგენდა, რომელიც შერვუდის ტყეში ცხოვრობდა მას მერე, რაც მიწები უკანონოდ წაართვეს და იბრძოდა ინგლისის სახელით პრინც ჯონის წინააღმდეგ, – ესეც მოკლე ისტორია იმის შესახებ თუ ვინ იყო რობინ ჰუდი, თუმცა ამ სერიებში, დამიჯერეთ, მისი პიროვნება და ცხოვრება საკმაოდ კარგად არის გადმოცემული. თავიდან არც მოველოდი, რომ მომეწონებოდა, რობინის ისტორიის ეკრანიზაციის იმდენი ვარიანტი მქონდა ნანახი, რომ ვფიქრობდი არაფერი განსაკუთრებული არ იქნება–მეთქი, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ მომეწონა, კარგი… ძალიან ძალიან ძალიან მომეწონა. Continue reading

ბატონები

საუკეთესო 1 კვირა და 1 დღე ჩემს ცხოვრებაში და კიდევ ერთი კვირა დავრჩები სამოთხეში. თავიდან ვფიქრობდი, ეს რა დამემართა, რა დავაშავე ასეთი-მეთქი, მაგრამ რაც დრო გადიოდა ნელ-ნელა ვხვდებოდი, რომ ბატონები არც ისეთი მკაცრები და პრეტენზიულები არიან, როგორიც მეგონა. Continue reading

მუსიკა იყო

ეს ამბავი არც ისე დიდიხნის წინ მოხდა, თუმცა ახლა თითქოს ყველას მიავიწყდა.

მასზე ბევრი არ ვიცი, ასე რომ ვერ გეტყვი მისი ცხოვრების ყველაზე წვრილ დეტალებს, თუმცა აჯობებს ეს ამბავი სულ, სულ თავიდან დავიწყო.

Continue reading

უბრალოდ ცუდი ჩვევები

ოდესმე თქვენს თავზე შეგიმჩნევიათ ისეთი რამ რაც ყოველთვის შეუმჩნეველი რჩება? დარწმუნებული ვარ შეგიმჩნევიათ ის ცუდი და ხშირად შემაწუხებელი ჩვევები, რომლებიც ყველა ჩვენგანს აქვს, თან არაერთი. ჩემი სია იმხელა იყო გადავწყვიტე მისი შემოკლება და სულ რაღაც 10-მდე დავიყვანე, მნიშვნელობისდა მიხედვით. Continue reading

”შავი თოლია”

ახლა არეულობას ვგრძნობ, სრულ ქაოსს. უამრავი ხმა მესმის, მაგრამ არცერთი გარკვევით.
დასვენება მინდა…
უკაცრიელ კუნძულზე წასვლაზე და იქ ერთი-ორი თვის გატარებაზე ოცნება არ ღირს, კი მიფიქრია, მაგრამ არ მინდა. იქ თავს თავისუფლად ვერ იგრძნობ. ყოველთვის ვამბობ, რომ ყველაფერი შედარებითია, აი მაგალითად, ჩემი ბლოგი მაშინ არის რეიტინგული, როდესაც მასზე ნაკლებად რეიტინგულიც არსებობს, ანუ იმასთან შედარებით ჩემი ბლოგი რეიტინგულია. იგივეა კუნძულზე განცდილი თავისუფლება. გააჩნია მას როგორ აღვიქვამთ. თუ კუნძული უკაცრიელია და იმას აკეთებ რაც გინდა, ეს შენ თავისუფალ ადამიანად გაქცევს? არა ეგ თავისუფლება არაა, ეგ უბრალოდ ის არის რისი გაკეთებაც საზოგადოებაში არ შეგეძლო და ახლა აკეთებ რადგან კუნძული უკაცრიელია.

არა კუნძული არ მინდა. ნავი მინდა.. არა, გემი მინდა. დიდი გემი. გრანდიოზული. ეკიპაჟი მინდა. ზღვა მინდა, ლურჯი და შავი ტალღებით. ქარიშხალი მინდა, ისეთი, უზარმაზარ ზვირთებს, რომ წამომართავს ყველაფრის ჩასანთქმელად. გემბანზე, წვიმაში, იმ ქარიშხლის ზუზუნში გააფთრებული სირბილი და მერე.. Continue reading