მუსიკა რომ არ არსებობდეს

ე.ი მოდით წარმოვიდგინოთ, რომ მოვიდა ”ბუა” და წაგვართვა მუსიკა. რა მოხდებოდა? არ იქნებოდა არც როკი, არც პოპი, არც ჰიპი, არც ჰოპი, არც სიმფონიები, არც აბაზანაში სიმღერა და სტვენა. პოპ მომღერლები გააკეთებდნენ დღიურებს და თავიანთ გულის ტკივილს გაუზიარებდნენ მათ და ყოველი ახალი დღე დაიწყებოდა ფრაზით : ”ძვირფასო დღიურო”. როკ მომღერლები გადაყვებოდნენ ნარკოტიკებს დალევას და მოიკლავდნენ თავებს, ან ზოგი ფსიქიატრიულში მოხვდებოდა. იქნებოდა სიჩუმე რესტორნებში, ბარებში და რაც მთავარია მარშუტკებში.

ქორწილი როგორ დაიწყებოდა? პატარძლის შესვლას ალბათ სიჩუმე ან ტაში გააფორმებდა (ან საერთოდ გააფორმებდა რამე რო?) როდესაც ბედნიერ (?!) წყვილს შეეძინებოდა შვილი, ძილის წინ დედა, პატარას შექსპირის ლექსებს, ზრაპრებს ან ფეისბუქის და ტვიტერის სტატუსებს წაუკითხავდა.

რათქმაუნდა არ გვექნებოდა ჰიმნი. არც სიტყვა ”ჰიმნი” იარსებებდა. არ გვექნებოდა ქართული ცეკვები. ოღჩ, რითი გააფორმებდნენ პროფილს და ნანუკას შოუს? ნუ კარგი ნანუკა ლაბრადორს და როსტოს ააყეფებდა? და პროფილი? დარჩებოდა ბედის, უფროსწორად ცრემლის ამარა.

მიკვირს ამას როგორ ვამბობ, მაგრამ ერთი პლიუსი მაინც ექნებოდა უმუსიკობას. ქართული შოუბიზნესიდან აღიგვებოდნენ პირისაგან მიწისა ქართველი და უცხოელი ვაი მომღერლები.

დავუბრუნდეთ მინუსებს. Continue reading

მუსიკა, ბოროტების იარაღი….

ალბათ ეს ამბავი თითქმის ყოველმა თქვენგანმა იცის, (ზოგს სჯერა, ზოგს არა 🙂 ) მაგრამ არ გაწყენთ მისი კიდევ ერთხელ გადაკითხვა…..

მთელი მსოფლიოს მაშტაბით როკს თითქმის ყოველი მეორე ადამიანი უსმენს. ზოგი ”მოდას” მისდევს, ზოგი კი მართლაც სერიოზულად არის გატაცებული როკ მუსიკით. ასეა თუ ისე, ალბათ ყოველი ჩვენგანი ყოფილა უამრავი ლეგენდარული როკ-ჯგუფის ზეგავლენის ქვეშ. როგორ ფიქრობთ რატომ ხდება ეს?? მუსიკაზე დაქვემდებარება და ასე, უცებ მთელი გონების გადატრიალება??  მოდით ყველაფერს თავიდან მოგიყვებით და დასკვნა თქვენით გამოიტანეთ : )

მთელი მუსიკალური საზოგადოება შეძრა გაზეთ ”როლინგ სტოუნში” (Rolling Stone) გამოქვეყნებულმა ინტერვიუმ დევიდ ბოვიესთან (David Bowie) ერთად Continue reading